
ახალი ამბები
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ეკონომიკურ საკითხებზე გადაიდო
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 27 ივნისს იგეგმებოდა, “ტექნიკური მიზეზების” გამო მომავალი კვირისთვის გადაიდო, იტყობინება “აფსნიპრესი“ 26 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მაისში განაახლა მუშაობა, უსაფრთხოების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მუშაობს. საბჭოს ფარგლებში ამ სამივე მიმართულებით სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებენ.
თავდაპირველად, სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა შეკრება ვერ მოახერხა.