ახალი ამბები

საქართველოს დეპუტაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიას ესწრება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიას დაესწრება, რომელიც 26–30 ივნისს სტრასბურგში გაიმართება.


სესიის ფარგლებში განიხილება ფარული დაკავების სავარაუდო ფაქტები და ქვეყნებს შორის დაკავებულთა უკანონო გადაყვანა, რაშიც ჩართულნი აღმოჩნდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები, თუმცა არა საქართველო; ასევე გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური შეხედულებების პატივისცემა და საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო საქმიანობა, რომელიც წევრ ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება.

Back to top button