ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადაიტანენ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 26 ივნისს იგი მიმართავს პარლამენტს წინადადებით საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისიდან ბათუმში გადატანის თაობაზე.


მისი თქმით, ეს ნაბიჯი, რომელიც ერთის მხრივ არის დეცენტრალიზაციის ნაწილი, ხელს შეუწყობს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი კავშირის გაღრმავებას დანარჩენ საქართველოსთან.


“ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოს არ არის მხოლოდ თბილისი“, – განაცხადა სააკაშვილმა 25 ივნისს ბათუმში, გუბერნატორებთან შეხვედრაზე.


მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მათ შორის ბათუმის ახალი აეროპორტის მშენებლობაც იგულისხმება, რასაც თბილისსა და ბათუმს შორის ყოველდღიური ფრენები უნდა მოჰყვეს, აჭარა სულ უფრო ადვილად მისასვლელი ხდება.


პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას გეგმავდა.

Back to top button