ახალი ამბები

პარლამენტში ბიუჯეტის ზრდის განხილვა იწყება

23 ივნისს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მთავრობის ინიციატივის განხილვა, რომელიც 2006 წლის ბიუჯეტის 77 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს.


ბიუჯეტში ცვილილებების პროექტის თანახმად, საბიუჯეტოს ზრდიდან 63 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 14 მლნ არასაგადასახადო შემოსავლებზე მოდის.


ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კი 17 მლნ ლარი თავდაცვის ღონისძიებებზეა განსაზღვრული, 14,5 მლნ ლარი თბილისის, ხოლო 9 მლნ ლარი რეგიონების ინფრაქსრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 3 მლნ ლარი გზების მშენებლობის მიზნით გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი თანხა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება.


წელს ეს ბიუჯეტის ზრდის უკვე მეორე შემთხვევა იქნება. მაისში მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტი 200 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა. 


საპარლამენტო გრაფიკის მიხედვით, ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი ივლისის ბოლოს რიგგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.


 

Back to top button