
ახალი ამბები
წალკა მეექვსე რუსულმა სამხედრო ეშელონმა დატოვა
დღეს წალკიდან აზერბაიჯანისკენ 14 ვაგონიანი ეშელონი გავიდა, რომელიც ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილი ურალით, ჯავშანტრანსპორტიორით (BTR), მუხლუხოვანი მსუბუქი-ჯავშანსაწევარით (MT-LB), ორი გაზ-66 და 18 ზილ-131–ით იყო დატვირთული.
საქართველოს თვადაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ერთეული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა ეშელონმა წალკა 19 ივნისსაც დატოვა.
ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან რუსული ტექნიკის გამოტანის პროცესი ამ დროისთვისაც გრძელდება, შემდეგი ეშელონის გასვლა კი 27 ივნისს იგეგმება.