ახალი ამბები

თსუ-ს თანამშრომელთა ნაწილი რექტორს კონკურსის გამო დაუპირისპირდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები აგრძელებენ საპროტესტო აქციას და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას გადადგომასა და აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გაუქმებას მოითხოვენ.


30-მდე პროფესორ-მასწავლებელი სამართალდამცავებმა 21 ივნისის ღამით უნივერსიტეტის შენობიდან ძალის გამოყენებით მაშ შემდეგ გამოიყვანეს, რაც მათ თსუ-ს  სააქტო დარბაზი დაიკავეს და მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ იქ დარჩენას. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 20 ივნისის ღამეს, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ პროფესორ-მასწავლებლებს სააქტო დარბაზი იძულებით დაატოვებინა.


პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 22 მაისს გამოცხადებული კონკურსი არა რექტორატის მიერ დანიშნულმა კომისიამ, არამედ აკადემიურმა საბჭომ უნდა ჩაატაროს. კონკურსში მონაწილეთა მსურველების საბუთების მიღების ბოლო ვადა 23 ივნისს იწურება.


20 ივნისს პრესკონფერენცია გამართა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხუბუამ, სადაც განაცხდა, რომ კონკურსი აუცილებლად ჩატარდება. იგი თანამდებობას მხოლოდ  საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების შემდეგ დატოვებს და არა აქციის მონაწილეთა მოთხოვნის გამო. 


დღეს კი განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ განაცხადა, რომ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც კონკურსს ეწინააღმდეგებიან,  „გამოცდის გარეშე სურთ თანამდებობის დაკავება“. მან ასევე დაადასტურა, რომ კონკურსი გეგმიურად ჩატარდება.


 

Back to top button