skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების, აშშ–ის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის ელჩებს შეხვდა

16 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ევროკავშირის ქვეყნების,  ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის რესპუბლიკის, რუმინეთისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში და 13 ივნისს პუტინი–სააკაშვილის სანკტ–პეტერბურგში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის იმპლემენტაციის შემდგომი ნაბიჯები და შეაფასეს 2006 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button