ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა უკრაინელ კოლეგას პუტინი–სააკაშვილის შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა

16 ივნისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და უკრაინელ კოლეგას ბორის ტარასიუკს შორის, რომლის დროსაც  ბეჟუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.


საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ასევე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები.



 

Back to top button