
ახალი ამბები
ივანოვს საქართველოს შეიარაღება აშფოთებს
რუსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს მიერ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებში იარაღის დიდი რაოდენობით შესყიდვის გამო, იუწყება “რია ნოვოსტი” და “ინტერფაქსი” 13 ივნისს.
მინისტრის განცხადებით, ნატოს ახალი წევრი ქვეყნები “საბრძოლო მასალებს და გადასატან საზენიტო დანადგარს საქართველოში ასაღებენ“.
ამასთან, ივანოვი აცხადებს, რომ საქართველო ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების ძალისმიერ გადაწყვეტაზე არ წავა.
“არა მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარება უპერსპექტივოა და განწირულია სისხლისღვრისათვის, რაც უკვე მოხდა ამ რეგიონებში”, – იუწყება 13 ივნისს “ინტერფაქსი” ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.