skip to content
ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა

თბილისის საკრებულოს ოთხივე ოპოზიციური ფრაქციის – ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, დემოკრატიული ფრონტის და მრეწველების დეპუტაციამ 20 კაცის შემადგენლობით საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.


მათი განცხადებით, ბოიკოტის მიზეზი მმართველი უმრავლესობის და თბილისის მერის მხრიდან საკრებულოს დანარჩენი წევრების იგნორირება და საკრებულოს უფუნქციობა გახდა.


“პრეზიდენტი და ქალაქის მერი არაფრად აგდებენ საკრებულოს და გადაქცეული ჰყავთ ნოტარიალურ კანტორად…  მივიჩნევთ, რომ უნდა შევუერთდეთ ჩვენს უფროს კოლეგებს პარლამენტიდან და გამოცხადდეს ბოიკოტი თბილისის საკრებულოს სხდომებზე“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სარებულოს ახალი მემარჯვენეების ფრაქციის თავმჯდომარემ  გიორგი მოსიძემ.


საპარლამენტო ოპოზიცია ორ თვეზე მეტია, რაც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button