
ბურჯანაძე კონსერვატორების ლიდერის ინციდენტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 9 ივნისს მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს უსწრაფესად გამოიძიონ კონსერვატორების ლიდერის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობის ფაქტი და დააკავონ ეჭვმიტანილი.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, კობა დავითაშვილს დაუყოვნებლივ გამოუყონ დაცვა მისი უსაფრთოების დაცვის მიზნით.
პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება მოჰყვა 8 ივნისს კობა დავითაშვილის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციას, სადაც მან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით ეჭვი გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა. ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა მტკიცებულებები პრუკურატურას უკვე გადასცა და საქმის აღძვრა მოითხოვა.
დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიების სწრაფად წარმოება იქნება ტესტი იმისა, ურევია თუ არა ხელისუფლება ამ ინციდენტში.
“ჩვენი ხელისუფლების ინტრერესშია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი და მით უფრო, ოპოზიციონერი ლიდერი იყოს აბსოლუტურად დაცული“, – განაცხადა 9 ივნისს ნინო ბურჯანაძემ.