
ახალი ამბები
სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს პირველად თვითმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.
სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდება იმ პედაგოგებით, მშობლებით და მოსწავლეებით, რომლებსაც დღეს დანიშნული არჩევნების შედეგად აირჩევენ. სამეურვეო საბჭო სამი წლით აირჩევა და მისი ფუნქციაა სკოლების დირექტორების არჩევა ექვსი წლის ვადით, ასევე სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება, სასწავლო გეგმების შესრულებასა და თანხების განკარგვაზე კონტროლი.
სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში ძირითადად იგივე პრინციპით მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკური არჩ