ახალი ამბები

შავი ზღვის ქვეყნები თანამშრომლობაზე თანხმდებიან

საქართველომ, რუმინეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და თურქეთმა 5 ივნისს ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


შავი ზღვის ფორუმს დიალოგისა და პარტნიორობისთვის ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას და აზერბაიჯანის პრეზიდენტები,  აგრეთვე, ნატოს, ეუთოს, გაეროს და ევროსაბჭოს  მაღალი რანგის წარმომადგენლები.


რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ფორუმს დამკვირვებლების სტატუსით ესწრებოდნენ.


„შავი ზღვის ფორუმი არ არის ორგანიზაცია, არამედ წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია რეგიონში ძალისხმევის კონსოლიდაცია სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება რეგიონულ მოთხოვნებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button