
ახალი ამბები
ბურჯანაძე: პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი საკითხი კონფლიქტები იქნება
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის უმთავრესი საკითხი კონფლიქტები იქნება.
“მე ვთვლი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, რომ რუსეთს აქვს აბსოლუტურად უნიკალური შანსი, რომ დიდმა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯი და დაეხმაროს მეზობელ პატარა სახელმწიფოს სრულიად სამართლიან მოთხოვნაში კონფლიქტების მშვიდობიან, პოლიტიკურ დარეგულირებაში. მე ძალიან მინდა, რომ რუსეთმა ეს შანსი გამოიყენოს, რადგან ეს იქნება უნიკალური პრეცედენტი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში ძალიან სერიოზული წინსვლისა“, – განაცხადა 3 ივნისს ნინო ბურჯანაძემ.