
ახალი ამბები
ბეჟუაშვილი პორტუგალიას სტუმრობს
2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიას ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა პორტუგალიელ კოლეგასთან დიოგო ფრეიტას დო ამარალთან და თავდაცვის მინისტრთან ლუის ფილიპე მარკეს ამადოსთან.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრების ძირითადი თემა იყო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები, კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმები და ენერეგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე საქარველოს ევროკავშირთან თანამშრომლობას და ნატო-სთან ინეგრაციის გაღრმავებას.
პორტუგალიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ექსპორტის სფეროში და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში.