
ახალი ამბები
ბაღაფში ანტიტერორისტულ ცენტრს მიესალმება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 2 ივნისს მოინახულა ანტიტერორისტული ცენტრის საწრთვნელი ბაზა, რომელიც ოჩამჩირის რაიონშია განთავსებული, იუწყება “აფსნიპრესი“.
ბაღაფშმა, რომელიც მიესალმა ცენტრის შექმნას, განაცხადა, რომ ანტიტერორისტულმა დანაყოფმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რათა “შეაკავოს ანტიტერორისტული საფრთხე“.
ბაღაფშის განცხადებით, იგი დე ფაქტო მთავრობას დაავალებს გაზარდოს თანხები ცენტრის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.