ახალი ამბები

კულახმეტოვი: როტაცია თითქმის დასრულდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, 500 რუსი ჯარისკაცი, რომელთა სამსახურის ვადაც სამშვიდობო ფორმატში ამოიწურა, რეგიონს 3 ივნისს დატოვებენ.


კულახმეტოვმა ტელეკომპანია “მზეს“ ასევე განუცხადა, რომ რუსული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია ფაქტიურად დასრულებულია და ახლად შემოყვანილმა 500-მა ჯარისკაცმა უკვე შეცვალა სამშვიდობოები, რომლებმაც კონფლიქტის ზონაში 6 თვის განმავლობაში იმსახურეს.


საქართველომ ბრალი დასდო რუსეთს ცხინვალის რეგიონში ზედმეტი ჯარის შეყვანის გამო მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს როტაციის პროცესი დაიწყო.


შერეულ სამშვიდობო ძალებში თითოეულ ბატალიონს – ქართულს, რუსულს, ჩრდილოეთ ოსურს  – 500-კაციანი კვოტა აქვს.

Back to top button