ახალი ამბები

ჩოჩიევი შსკ-ს სხდომის ჩაშლაში თბილისს ადანაშაულებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ოსური მხარის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა 2 ივნისს ცხინვალში შსკ-ს საგანგებო სხდომის ჩაშლაში ქართული მხარის თანათავმჯდომარე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა დაადანაშაულა და მოვლენათა შემდგეომ განვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
 
ჩოჩიევის თქმით, 27 მაისს კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის გამო შსკ-ს საგანგებო სხდომის ცხინვალში ჩატარებას მხოლოდ ქართული მხარე არ დაეთანხმა და სხდომის ჩატარება თბილისში მოითხოვა.


“საქართველოს ეს ნაბიჯი  მთლიანად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს შსკ-ს ფორმატის მიზანმიმართულად ჩაშლისკენ… ჩვენ ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთისა და შსკ-ს დანარჩენ ორ მხარეს [ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი] და ეუთოს სურთ განიხილონ შექმნილი მდგომარეობა, შსკ-ს ქართული მხარე კი უარზეა მიიღოს მოანაწილეობა ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით გეგმის შემუშავებაში“, – იუწყება 2 ივნისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომოტეტი ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

Back to top button