ახალი ამბები

ივანოვი: რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციის საფრთხე არსებობს

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 2 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვიკაციების საფრთხე არსებობს ქართული მხრიდან, იუწყება “ინტერფაქსი“.


“იქ ნებისმიერ წუთს ყველაფერია მოსალოდნელი… კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს სამშვიდობოები ყელში ძვალივით ეჩხირება“, – განაცხადა ივანოვმა.


მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები მანამ დარჩებიან ცხინვალის რეგიონში, სანამ ამის შესახებ “პოლიტიკური შეთანხმებები არსებობს“.

Back to top button