
ახალი ამბები
ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტაცია მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილო ოსეთის საკანონმდებლო ორგანომ 1 ივნისს ერთობლივი მიმართვა გააკეთეს და რუსეთის ხელისუფლებას თხოვეს “უზრუნველყოს უსაფრთხოება და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვა“ ქართული მხარის მიერ გადადგმული “პროვოკაციული ნაბიჯების“ საპასუხოდ.
ერთობლივ მიმართვაში, რომელიც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ თბილისმა “საბოლოოდ აირჩია დესტაბილიზაციისკენ და სამხრეთ ოსეთის ძალის მეშვეობით შეერთებისკენ მიმართული კურსი.“