ახალი ამბები

ხაინდრავა რუსეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ და რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაძაბული ვითარება განიხილეს.


“შეხვედრის დროს რუსმა დიპლომატმა მხოლოდ რუსეთის საგარეო უწყების პოზიციის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია და მე შევეცადე დამერწმუნებინა, რომ ეს პოზიცია სწორი არ არის“, – განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


თბილისმა და მოსკოვმა ბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაციის თაობაზე.


თბილისი აცხადებს, რომ რუსეთმა ზედმეტი სამხედრო ძალები განალაგა და ზოგიერთმა პარლამენტარმა ეს შეაფასა, როგორც “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“. მაგრამ რუსული მხარე უარყოფს ამ ბრალდებებს და თბილისს კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაციის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

Back to top button