
ახალი ამბები
ლავროვი სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმზე მიანიშნებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 ივნისს მიანიშნა, რომ საქართველო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმს არ უნდა მოერიდოს.
“თვითგამორკვევის საკითხი საერთაშორისო სამართლი ნაწილია, რომელიც [მოსახლეობის] ნების გამოხატვით ხორციელდება… რუსეთს არ შეეშინდა ჩეჩნეთში რეფერნედუმის ჩატარება და იგი ჩატარდა კიდეც“, – იუწყება “იტარ-ტასსი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
2 ივნისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის საჭიროება არ არსებობს, რადგან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით იგი უკვე ჩატარდა 90-იან წლებში.