
ახალი ამბები
მმართველი პარტია თბილისის მერის კანდიდატურას ასახელებს
მმართველმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ 30 მაისს განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს გიგი უგულავას დაასახელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის გაიმართება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გიგი უგულავა მერის თანამდებობაზე გასული წლის ივლისში დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა.
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 28 მაისს ასევე გამოთქვა თბილისის მერობის სურვილი.
ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა კი ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ აპირებს თბილისის მერად იყაროს კენჭი.