
ახალი ამბები
გარემოს დამცველები ტყეების ხანგრძლივი იჯარით გაცემას აპროტესტებენ
დღეს გარემოს დამცველმა რამდენიმე ორგანიზაციამ კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ტყეების მართვის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები კანონპროექტის იმ დებულებას აპროტესტებენ, რომელიც კერძო საკუთრებაში ტყეების 49 წლიანი იჯარით გაცემას ითვალისწინებს.
სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემა კერძო მესაკუთრეებს უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, რათა იზრუნონ ტყის გაშენებაზე.