ახალი ამბები

უკრაინა და აზერბაიჯანი სუამის სამშვიდობო დანაყოფის შექმნას განიხილავს

უკრაინისა და  აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ანატოლი გრიცენკომ და საფარ აბიევმა 30 მაისს ბაქოში სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი) ფარგლებში ერთობლივი სამშვიდობო ქვედანაყოფის შექმნის ინიციატივა განიხილეს, იუწყებიან „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“. 


ბაქოში დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების საბჭოს ორდღიანი სხდომა მიმდინარეობს. ამ საბჭოში საქართველო უკვე რამოდენიმე წელია რაც აღარ მონწილეობს.


“მინისტრებმა განიხილეს სპეციალური ქვედანაყოფის შექმნის პირობა სუამის ფარგლებში და განსაზღვრეს, რომ ივნისში შედგება ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა სხდომა, რომლის დროს განიხილება ამ ქვედანაყოფის სტრუქტურა და ამოცანები. ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა იყოს ქვედანაყოფი, რომელსაც სამშოდობო ოპერაციებში გამოიყენებენ გაეროსა ეგიდით, რათა ის ლეგიტიმური იყოს და საიმედო სამართლებრივი საფუძველი ქონდეს”, – იუწყება „რია ნოვოსტი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

Back to top button