ახალი ამბები

კოკოითი ქართველებს უსაფრთხოებას ჰპირდება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს  კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლების კეხვისა და ერედვის მოსახლეობას შეხვდა და მათ უსაფრთხოების სრული გარანტია აღუთქვა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 29 მაისს.


ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ეს სოფლები დროებით არ ექვემდებარება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.


“სანამ მე ვარ [დე ფაქტო] პრეზიდენტი ნაციონალური ნიშნით არავინ იქნება დაჩაგრული“, – აცხადებს კოკოითი.

Back to top button