
პოლიციის ეთიკის კოდექსი შემუშავდა
ოფიციალური პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 29 მაისს პოლიციის ეთიკის კოდექსს განიხილავენ, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპებს შეიცავს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და მოიქცეს პოლიცია.
ეთიკის კოდექსის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა “თავისუფლების ინსტიტუტმა“ და “ალპე”–მ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადეს.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა პოლიციის ქცევის ძირითად პრინციპებს არეგულირებს, ეთიკის კოდექსი უფრო დეტალიზირებული დოკუმენტია, რომელიც პოლიციის პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცავი სტრუქტურები, განსაკუთრებით კი შსს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტები გახდნენ სპეცოპერაციებისასა ძალის გადაჭარბებული გამოყენებისა და პოლიციური ძალადობის ფაქტების გამო.