
ახალი ამბები
ბურჯანაძე ესტონეთში მიემგზავრება
29 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესტონეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის სპიკერთა კონფერენციაში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა, სადაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ესტონეთის კონფერენციის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერები ჰელსინკში, ფინეთის პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია თბილისში 3 ივნისს დაბრუნდება.