ახალი ამბები

თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

პრეზიდენტი სააკაშვილი 26 მაისს თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მუზეუმში ის დოკუმენტებია გამოფენილი, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს ასახავს და შეეხება ათასობით ქართველის ბედს, რომლებიც ამ რეჟიმს ემსხვერპლნენ.


საქართველომ რუსული იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა სამი წლის შემდეგ, ბოლშევიკური ოკუპაციის შედეგად, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.    
 


 

Back to top button