ახალი ამბები

ცხინვალმა “გაზპრომს“ სამხრეთ ოსური გაზსადენის მშენებლობის პროექტი გაუგზავნა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის იური მოროზოვის ინფორმაციით, ცხინვალმა სამხრეთ ოსური გაზსადენის მშენებლობის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე გაუგზავნა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს“ ექსპერტიზისთვის, იუწყება 26 მაისს სააგენტო “რეგნუმი“.


მოროზოვის განცხადებით, ძუარიკაუ–ცხინვალის გაზსადებნის მშენებლობის დაწყება, რომელიც “გაზპრომის“ 2006 წლის საინვესტიციო პროგრამებში არის გათვალისწინებული, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.


ამასთან, გაზსადენი რთული რელიეფის გათვალისწინებით აშენდება და რიგ ადგილებში 3 ათას მეტრ სიმაღლეზე გაივლის.

Back to top button