ახალი ამბები

გიორგაძემ “რუსთავი 2“–ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

25 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქშოუში “მთავარი თემა“ საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა იგორ გიორგაძემ მიიღო დებატებში მონაწილეობა. ეს იყო გიორგაძის პირველი გამოჩენა საქართველოს ტელევიზიით, მას შემდეგ რაც ის 1995 წელს ქვეყნიდან გაიქცა.


გიორგაძემ, რომელიც პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან საუბრობდა, განაცხადა, რომ ხალხმა ხმა უნდა მისცეს მის პარტია სამართლიანობას, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს. გიორგაძე საქართველოს მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.


25 მაისს გავრცელებულ ერთობლიც განცხადებაში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ  – ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და პარტია თავისუფლებამ – დაგმეს იგორ გიორგაძის პოლიტიკური საქმიანობა და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია შეეცდება გიორგაძისგან “პოლიტიკური საფრთხობელა“ შექმნას.


“სრულიად რეალისტურია მოვლენათა განვითარება ისეთი სცენარით, როდესაც სააკაშვილი და გიორგაძე შეთანხმებული სტრატეგიით შეეცდებიან დაპირისპირებული პოლუსების შექმნას და ამ გზით ძირითადი ოპოზიციური ძალების ნეიტრალიზებას, ისევე, როგორც შევარდნაძე და აბაშიძე ახერხებდნენ ამას წარსულში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button