ახალი ამბები

იგორ გიორგაძის პარტიამ თბილისში საპროტესტო აქცია გამართა

პარტია სამართლიანობის რამოდენიმე ასეული აქტივისტი 23 მაისს სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა.
 
პარტია სამართლიანობის ლიდერია იგორ გიორგაძე, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება 1995 წელს ყოფილ პრეზიდენტზე, შევარდნაძეზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის გამო.
 
ქართული მედია 23 მაისს იტყობინება, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს იგორ გიორგაძისთვის რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარის მიცემის თაობაზე. 

Back to top button