ახალი ამბები

უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი თბილისში ჩამოდის

დღეს საქართველოში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კირიჩენკო ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი შეხვდება ქართველ კოლეგას პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილს.


დაგეგმილია უკრაინის დელეგაციასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრაც.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

Back to top button