ახალი ამბები

გალში ავტოავარიის შედეგად ექვსი სამშვიდობო დაიღუპა

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონში ავტოკატარსტროფის შედეგად ექვსი რუსი სამშვიდობო დაიღუპა, იტყობინება 20 მაისს “ინტერფაქსი“  რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწის იგორ კონოშენკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


“შაბათს გალის რაიონში კოდორის ხეობაში საინჟინრო დაზვერვის მიზნით მიმავალი ბრონეტრანსპორტიორი გადაბრუნდა და რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, – აცხადებს კონოშენკოვი.

Back to top button