
ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი ცხინვალს სტუმრობს
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე მერკულოვის ხელმძღვანელობით 19 მაისს ცხინვალში ჩავიდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობების ერთობლიც სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ანალოგიური ერთობლივი სხდომა მარტში ვლადიკავკაზში გაიმართა.