ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში გაემგზავრა

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის 116-ე სესიაზე დასასწრებად სტრასბურგში გაემგზავრა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის გაძლიერებაზე, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. დაგეგმილია სესიაზე გელა ბეჟუაშვილის სიტყვით გამოსვლა.


ბეჟუაშვილი სტრასბურგში გამგზავრებამდე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც კონსულტაციები გამართა ნატო–ს შტაბბინაში, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. 

Back to top button