
ახალი ამბები
ახალქალაქის ბაზიდან სამხედრო ტვირთი სომხეთში გაიგზავნა
ავტოკოლონა, რომელიც სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული 10 სატვირთო მანქანისაგან და ასევე ჯავშანტრანსპორტიორისაგან შედგება, დღეს ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან სომხეთში, გიუმრის რუსულ ბაზაზე გაიგზავნა, იუწყება “ინტერფაქსი“.
ახალქალაქის ბაზის საქართველოდან გაყვანის პროცესი 2007 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაც საქართველო–რუსეთს შორის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.