ახალი ამბები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება

თბილისში 16 მაისს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ჩეჩელაშვილს და ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის დირექტორატის დირექტორს იუგ მინგარელის შორის.


35-გვერდიანი დოკუმენტის დეტალები, რომელზე მუშაობაც, ოფიციალური პირების განცხადებით, მალე დასრულდება, ჯერ-ჯერობით არ ქვეყნდება. დოკუმენტის ხუთი თავიდან ორი მიეძღვნება ევროკავშირის როლს კონფლიქტების მოგვარების საქმეში, იტყობინება რადიო “თავისუფლების“ საქართველოს ბიურო.


თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩეჩელაშვილმა და მინგარელიმ აღნიშნეს, რომ მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები დარჩა შესათანხმებელი.

Back to top button