
ახალი ამბები
საქართველო ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მაისს განაცხადა, რომ წელს აღმოსავლეთ საქართველოში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყება.
მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან სენაკში ახლადაშენებული სამხედრო ბაზის მონახულების დროს გააკეთა. სააკაშვილმა სენაკის სამხედრო ბაზას “ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესო“ უწოდა.
“ჩვენ განვიხილეთ ცოტა ხნის წინ და გადავწყვიტეთ ავაშენოთ ანალოგიური ბაზა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ეს ბაზა [სენაკში] არის დასავლეთში და დაიცავს ამ რეგიონს, ხოლო მეორე უნდა იყოს აღმოსავლეთში და მის მშენებლობას წელს დავიწყებთ. და ის უნდა აშენდეს ტრასის მახლობლად, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ ის და იამაყონ, ხოლო ჩვენს მტრებს არ გაუჩნდეს სურვილი იქ გავლის“, – განაცხადა სააკაშვილმა.