ახალი ამბები

შსკ-ს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ქართული შემადგენლობა დამტკიცდა

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბრძანებულებით, ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ქართული მხარის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამხრეთ ოსურ, ჩრდილოეთ ოსურ, რუსულ მხარებთან ერთად ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებს.


ჯგუფი ათი კაცისგან შედგება და მისი წევრები არიან: კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი გიორგი ბესტავაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი გულიაშვილი, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გელა ზოზიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორი ალეკო კიკნაძე, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი დავით ნარდაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი – გიორგი კუბლაშვილი,  პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გიორგი ონიანი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე, მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სპეციალისტი დიმიტრი შარაშენიძე.


კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ 11-12 მაისს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე წარმოადგინა. ცნობილია, რომ  ოსურ მხარეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იური ძიცოითი, რუსულის მხრიდან კი შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარის მდივანი ალექსანდრე  გრაჩოვი უხელმძღვანელებენ.


 

Back to top button