ახალი ამბები

მთავრობამ პარლამენტში რესტიტუციის კანონპროექტი შეიტანა

მთავრობამ პარლამენტში “ყოფილი სახრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და რეაბილიტაციის შესახებ” კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.


კანონპროექტი, რომელიც მარტში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მოიწონა, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ქონებრივ რესტიტუციასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებიდან ერთ–ერთია.


“ამ კანონის მიღება ჩვენი ვალდებულება და მორალური პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ბურჯანაძემ და აქვე დასძინა, რომ “კანონი 2007 წლიდან შევა ძალაში“.


თუმცა ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტს თან არ ახლავს ფინანსური გაანგარიშება. სავარაუდოდ, კანონპროექტის ასამოქმედებლად 30 მლნ ლარი იქნება საჭირო.

Back to top button