ახალი ამბები

ახალქალაქის ბაზის პირველი სამხედრო ეშელონი რუსეთში გაემგზავრა

დღეს ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან გასატანი სამხედრო ტექნიკით დატვირთული პირველი ეშელონი რუსეთისკენ დაიძრა, იტყობინება “ინტერფაქსი“ რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის ვალერი ევნევიჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


“გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად ორშაბათს რუსეთში პირველი ეშელონი გაიგზავნა, რომელიც ახალქალაქის 62–ე ბაზაზე დისლოცირებული ბრონირებული ტექნიკით არის დატვირთული და ეჭვგარეშეა, რომ სხვა ეშელონებიც ზუსტად გეგმა–გრაფიკის მიხედვით გავლენ“, – აცხადებს ევნევიში.


ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან 13 მაისს დაიწყო სარკინიგზო ეშელონებზე 7 ტანკის, დაახლოებით 10 ჯავშანტრანსპორტიორის და დაჯავშნული სადაზვერვო მანქანების და ასევე სხვა სამხედრო ქონების დატვირთვა, რომელიც წალკიდან აზერბაიჯანის გავლით დღეს გაემგზავრა რუსეთისკენ.


ბაზებზე საქართველო–რუსეთს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ახალქალაქის სამხედრო ბაზამ საქართველო 2007 წლამდე უნდა დატოვოს.

Back to top button