
ახალი ამბები
მთავრობა დსთ-დან გამოსვლის ტაქტიკაზე მუშაობს
სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) შესაძლო გამოსვლის შედეგებს სწავლობს, 13 მაისს პირველად შეიკრიბა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილება“ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის თაობაზე ნათელია, “მაგრამ ახლა მიდის განხილვა, თუ როდის და როგორ გაკეთდეს ეს“.