
ახალი ამბები
სოჭში ქართველი და რუსი მესაზღვრეების შეხვედრა იმართება
12–13 მაისს სოჭში საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების სანაპირო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ქართულ მხარეს სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით გულუა წარმოადგენს.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხარეები შავ ზღვაზე უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ მიზნით კოორდინაციის საკითხებს განიხილავენ. სანაპირო სამსახურების ხელმძღვანელები ასევე 2006–2007 წლებში თანამშრომლობის გეგმას მოაწერენ ხელს.