skip to content
ახალი ამბები

გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია ყაზახურმა ბანკმა იყიდა

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დღეს სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე“ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ყაზახური ბანკი “TuranAlem“ დაასახელა, რომელიც ამ ობიექტში 90 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის.
 
კონკურსში კიდევ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას – ამერიკული “მეტრომედია“. 
 
“გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე“ კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მისი საწყისი ფასი 50 მლნ აშშ დოლარი იყო.  


ყაზახურ ბანკი “TuranAlem”–ი, რომლის აქტივებიც 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ინვესტიციებს ახორციელებს თბილისში სასტუმრო “ივერიის“ რეკონსტრუქციაში და ასევე აჭარაში 21 სასტუმროს მფლობელია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button