
ახალი ამბები
“თბილგაზის“ მფლობელი ყაზახური კომპანია გახდა
თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაზე “თბილგაზი“ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ, ყაზახურმა “კაზტრანსგაზმა“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
“თბილგაზზე“ , რომლის საწყისი ფასი 12 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, ტენდერი აპრილში გამოცხადდა.
“თბილგაზის” ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი მფლობელის მიმართ ქართული მხარის მოთხოვნებია კომპანიისთვის პროფილის შენარჩუნება, ამჟამად მომუშავე თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და გაზის ქსელის რეაბილიტაცია.
ყაზახური კომპანია “კაზტრანსგაზი“თბილგაზის შესყიდვით ჯერ კიდევ დეკემბერში დაინტერესდა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან წინასწარი მემორანდუმი გააფორმა.