
ბათუმის პორტის ტენდერში Greeoak Group–მა გაიმარჯვა
შპს “ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურზე“ გამოცხადებულ ტენდერში დღეს კომპანია Greenoak Group–მა გაიმარჯვა. პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, გამარჯვებული კომპანია, რომელიც ასევე ფლობს ბათუმის ნავთობტერმინალს, 92 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საწყისი ფასით – 35 მლნ აშშ დოლარი – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის პორტის აქციების 100%-ის 49 წლით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა.
ტენდერში Greeoak Group–ის ჩათვლით ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებებიც დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ კანცელარიაში საჯაროდ გახსნა.
ბათუმის პორტის მართვის სურვილი ასევე გამოთქვეს: კომპანიამ International Container Terminal Services, რომელიც 11 ქვეყანაში მოღვაწეობს; ასევე ყაზახური ბანკმა “TuranAlem“ და Silkroad ჯგუფმა; ნიუ–იორკში დაფუძნებულმა კომპანია Eastwind Transport Limited–მა და კომპანიამ Energy Invest.