ახალი ამბები

სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს გამართავს

12–19 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან.


დელეგაცია, რომელსაც სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ჯონ ვეიკმან–ლინი ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძე შეხვდება, იტყობინება ეროვნული ბანკის პრესსამსახური.


სსფ–ს მისიის მიზანია საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა, რომლის ფარგლებშიც 2004–2006 წლებში საქართველოს უკვე გამოეყო 80 მლნ აშშ დოლარი.


სსფ–მ საქართველოში სიღარიბის დაძლევის სამწლიანი პროგრამა 141 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 2004 წელს დაამტკიცა.

Back to top button