
ახალი ამბები
ევროპის საბჭო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ შეთანხმებას განიხილავს
12 მაისს ბრიუსელში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, იტყობინებოდა ევროპის საბჭო 10 მაისს.
მოსმენაში, რომელზეც ძირითადი ყურადღება შეთანხმების პერსპექტივებზე გამახვილდება, მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, დიდი რვიანის და ევროპარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები.