
ახალი ამბები
საქართველოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი რადოსლავ შიკორსკი 10-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან გამართული მოლაპარაკებების დროს რადოსლავ შიკორსკი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხს და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადოსლავ შიკორსკი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს.